2001 წლის 24 მაისს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა “ბარსას” ყოფილი მეკარე ხავიერ ურუტი, რომელიც კატალონიური კლუბის კარს 7 წლის განმავლობაში იცავდა. ავარიის დროს, ის 48 წლის იყო.
1981 წლის 24 მაისს, “კამპ ნოუზე”, ხუან მანუელ ასენსის საპატივცემულოდ თამაში გაიმართა, რომელშიც “ბარსელონამ” მექსიკური “პუელმა” 2:1 დაამარცხა.
1910 წლის 24 მაისს, მადრიდის “ესპანიოლთან”, ესპანეთის თასის ფინალის მე-12 წუთზე, “ბარსა” 0:2 აგებდა, მაგრამ კატალონიელებმა 3:2 მოგება მოახერხეს. გამარჯვების გოლი, 89-ე წუთზე, უოლოსმა გაიტანა.