კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულში დაგეგმილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში პალესტინას (3 აგვისტო) და ისრაელს (4 აგვისტო) ესტუმრება.
ღონისძიების მთავარი მიზანი კლუბის მხრიდან სპორტული თვალსაზრისით პალესტინასა და ისრაელს შორის დაძაბული ურთიერთობის ოდნავ აღმოფხვრა იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ბარსელონა” ზემოთხსენებულ ორ ქვეყანაში არცერთ ამხანაგურ შეხვედრას არ ჩაატარებს. ვიზიტის ფარგლებში მხოლოდ ორი მასტერ-კლასი ჩატარდება ბავშვებისათვის.
