“ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა განაცხადა, რომ მის გუნდს ესაჭიროება “სანტოსის” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ნეიმარ და სილვა. ალვეშის თქმით, ნეიმარი ძალიან კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია და მისი აზრით ლეო და ნეიმარი საოცარ დუეტს შექმნიან ერთად, რომლებიც ორმაგად მეტ ხიფათს შექმნიან მეტოქე გუნდის კართან. “ნეიმარი ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდება, მისი გადმოსვლით რა თქმა უნდა ძალიან გავძლიერდებით და ამასთან ერთად ის და მესი საოცარ დუეტს შექმნიან ერთად”.
ბრაზილიელი მცველი თვლის, რომ მიუხედავად ამ ფეხბურთელების განსხვავებული პოზიციებისა ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად შეუწყვილდებიან. “ისინი სხვა და სხვა პოზიციებზე ასპარეზობენ, თუმცა ეს მათ ხელს ერთად თამაშში არ შეუშლის. ასევე არ ვფიქრობ, რომ ლიდერობაზე ნეიმარს პრობლემა ქონდეს, რადგანაც ის ძალიან თავმდაბალი ბიჭია და არ სურს მოედანზე გმირის სტატუსით ყოფნა. თუ კი ნეიმარი ჩვენთან გადმოვა, მე მას ვაძლევ იმის სიტყვას, რომ ის ამით ბევრად გამარჯვებული დარჩება. გუნდში მისი გადმოსვლა ყველას სურს და ყველანი მასში ასი პროცენტით ვართ დარწმუნებულები”. – განაცხადა ალვეშმა.
ალვეშმა ასევე ტიაგო ალკანტარაზეც გააკეთა კომენტარი, რომელზეც მოგეხსენებათ ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაციები მისი “ბარსელონადან” შესაძლო წასვლაზე. “მას სურს მუდმივი სათამაშო დრო და სურს გახდეს საკმაოდ დიდი ფეხბურთელი. იგი ბევრს მუშაობს ვარჯიშებზე, რათა კვირის ბოლოს ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს, თუმცა ეს თავადაც კარგად იცის, რომ ძალზე რთულია”.
დანიმ ასევე საკუთარ მომავალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი კარი სხვა კლუბებისთვის დახრული არ არის, თუმცა მისი მიზანი “ბარსელონაში” კარიერის გაგრძელებაა. “სხვა კლუბებისთვის ჩემი კარი დახურული არ არის, რადგანაც მომავალში არავინ იცის თუ რა მოხდება, მაგრამ მე ამჟამად “ბარსელონაში” თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და კარიერის გაგრძელებაც აქ მსურს იქამდე სანამ შემიძლია ვითამაშო იმ დონეზე, რა დონეც ამ კლუბში სათამაშოდ არის საჭირო”. – დაასრულა ალვეშმა.


