“ბარსელონას” კიპერს, ვიქტორ ვალდესს არ შეუცვლია გადაწყვეტილება კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით, იტყობინება ესპანური პრესა.
უფრო მეტის, ვიქტორ ვალდესს კლუბს უფასოდ დატოვება სურს. ესპანელი მეკარის სურვილის თანახმად, ვალდესში დაინტერესებულმა გუნდმა არ უნდა გადაიხადოს მასში ესა თუ ის თანხა. აქედან გამომდინარე, ვიქტორის წასვლამ, შესაძლოა, ”ბარსელონას” არანაირი ფინანსური სარგებელი არ მოუტანოს. კლუბის ხელმძღვანელობა ამის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან ესპანეთის ნაკრების წევრის მაგალითი, შეიძლება სხვა ფეხბურთელებმაც გამოიყენონ, რაც ძალიან ცუდად აისახება კლუბის ბიუჯეტზე.
შეგახსენებთ, რომ ვალდესის კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2014 წლამდეა გათვლილი.
