”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ჰქონოდა პროფესიონალური ფეხბურთელის კარიერა, იტყობინება ესპანური პრესა.
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მას მსოფლიოს წამყვან რომელიმე ჩემპიონატში სურდა თამაში. ”ბავშვობიდან ვოცნებობ პროფესიონალურ ფეხბურთელობაზე. 13 წლის ასაკში მე იძულებული ვიყავი დამეტოვა არგენტინა და ბარსელონაში ჩამოვსულვიყავი. აქ არავის არ ვიცნობდი, ასე რომ ყველაფერი ნოლიდან უნდა დამეწყო. სახლის დატოვება – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი, რომელიც მე მიზნის მისაღწევად გავწირე. მართალი გითხრათ, ძალიან გამიხარდა როდესაც ”ბარსელონას” 10 ნომრიანი მაისური ჩავიცვი. ის ხომ ჩემამდე რონალდინიოს ეკუთვნოდა, რომელმაც კლუბისთვის ამდენი რამ გააკეთა. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ეს მაისური ძალიან ბევრს ნიშნავს.” – განაცხადა მესიმ.
