მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვა: ”ნეიმარის ხილვა თავის კლუბში ყველა გრანდს სურს”

ვილანოვა: ”ნეიმარის ხილვა თავის კლუბში ყველა გრანდს სურს”

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ ისაუბრა ”სანტოსის” თავდამსხმელის, ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე კატალონიურ გრანდში. 

“მე კარგად ვიცი ნეიმარის შესაძლებლობები უკვე 2-3 წელიწადია. იქიდან მოყოლებული, ფაქტიურად, მის თითოეულ თამაშს ვაკვირდებოდი. არამგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს მის სიდიადეში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხილვა თავის კლუბში ნებისმიერ გრანდს სურს.” – განაცხადა ვილანოვამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანური გამოცემების თანახმად, ნეიმარის ტრანსფერი ”ბარსელონაში” კატალონიელებს 45 მილიონ ევროდ დაუჯდებათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში