კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ძალიან განაწყენებულია იმ ფაქტზე, რომ ვიქტორ ვალდესმა კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.
“ვწუხვარ, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. ის დიდებულია ისევე როგორც ფეხბურთელი და ისევე როგორც ადამიანი. მე ვიცი, რომ მას კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს ეს უკვე ნამდვილად ცხადია. ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ მე მჯერა, რომ ის ადამიანი რომელიც მის შემცვლელად მოვა ღირსეულად ჩაანაცვლებს ვიქტორს.” – დაასრულა ჩავიმ.
