17 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა “ბარსას” გულშემატკივრებისთვის და ზოგადად კლუბისთვის. სწორედ ამ დღეს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში “სანტ დენისის” მოედანზე კატალონიელებმა ისტორიაში მეორედ მოიპოვეს ევროპის უმნიშვნელოვანესი ტიტული. “ბარსელონა” ინგლისურ კლუბ “არსენალს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2–1 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელები პირველ ნახევარში კაცნაკლულნი დარჩნენ, მათ პირველი ტაიმი ანგარიშით 1–0 მოიგეს, თუმცა ეტოსა და ბელეტის გოლებმა მატჩისა და თასის ბედი გადაწყვიტა.
“ბარსელონას” ფანები 14 წელი ელოდნენ ამ დღეს, მას შემდეგ რაც გუნდმა “უემბლიზე” სამპდორიას სძლია, გუნდს ევროპული ტიტული მოპოვებული არ ჰქონდა. რაც შეეხება დანარჩენ ორ თასს, კატალონილელბმა ჩემპიონთა ლიგის თასი 2009 და 2011 წლებში აღმართეს.ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან ხუთს ჩემპიონთა ლიგის თასი სამჯერ აქვს აღმართული ესენია: ვალდესი, პუიოლი, ინიესტა, ჩავი და მესი. მათ სწორედ 7 წლის წინ აღმართეს პირველად კარიერაში უმნიშვნელოვანესი ტიტული.
[media=http://www.youtube.com/watch?v=VsdMmDwCY10]
