”ბარსელონას” ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს ვერ გაუგიათ ვიქტორ ვალდესის პოზიცია, იტყობინება ესპანური პრესა.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა უკვე გააგებინა ლურჯ-ბროწეულისფრებს, რომ ზაფხულში იგი აუცილებლად დატოვებს კლუბს. მისი მიმდინარე კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2014 წლამდეა გათვლილი. აქამდე პრესაში ძალიან ბევრი კლუბი გამოჩნდა, რომელიც ვალდესით ინტერესდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ”ბარსელონას” ჯერ-ჯერობით არცერთი ოფიციალური შეთავაზება მის თაობაზე არ მოსვლია. თუმცა კატალონიელები უკვე ეძებენ ვალდესის შემცვლელს და მათი მთავარი სამიზნე, მეკარის პოზიციის გასაძლიერებლად მიუნხენგლადბახის ”ბორუსიის” მეკარე, მარკ ანდრე ტერ შტეგენია. თუმცა მის შესაძენად კლუბმა ვალდესის გაყიდვით რაიმე თანხა უნდა მიიღოს ან დაარწმუნოს ვიქტორი, რომ ”ბლაუგრანას” ღირსება კონტრაქტის ამოწურვამდე დაიცვას.
