მიუნხენგლადბახის ”ბორუსიის” ესპანელმა მცველმა, ალვარო დომინგესმა ისაუბრა ტერ შტეგენის ახალ გატაცებაზე, ესპანური ენის სწავლაზე, რასაც სპორტული პრესა ”ბარსელონას” უკავშირებს.
”იგი უკვე რამდენიმე თვეა ესპანურში ემზადება. საერთოდ, ”ბარსელონას” სტილი მას აუცილებლად მოუხდება. იგი ძალიან კარგი მეკარეა და რაც მთავარია, ორივე ფეხს მშვენივრად ხმარობს.” – განაცხადა ალვარო დომინგესმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე ფაქტიურად გადაწყვეტილია კატალონიური კლუბიდან ვიქტორ ვალდესის წასვლა. ესპანელი მეკარის თქმით, მას სხვა სტილის ”გასინჯვა” სურს.

