მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” პოლონეთში ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს გამართავს

”ბარსელონა” პოლონეთში ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს გამართავს

”ბარსელონა” პოლონეთში ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს ჩაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცნობილია თარიღი, მოწინააღმდეგე და მატჩის გასამართი ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია, იტყობინება ლურჯ-ბროწეულისფრების ოფიციალური საიტი. 

ეს შეხვედრა კატალონიელთათვის სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი იქნება.  ამის შემდეგ ”ბლაუგრანა” 24 ივლისს ითამაშებს მიუნხენში, შემდეგ 27 ივლისს ოსლოში, 7 აგვისტოს ბანგკოკში, ხოლო 10 აგვისტოს კუალა-ლუმპურაში, განაცხადა კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ.

შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონამ” ნაადრევად გაიფორმა ესპანეთის ჩემპიონობა, ხოლო რაც შეეხება ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგას, ორივე მათგანში გათამაშებას ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში