”ბარსელონას” ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა სეზონის დასრულების შემდეგ ტრანსფერზე იქნება დაყენებული, იტყობინება El Mundo Deportivo.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი არ არის კმაყოფილი 22 წლის ფეხბურთელის არც თუ ისე კარგი პროგრესით. Football Espana-ს ცნობით, კატალონიური გრანდი მზადაა ტიაგო ალკანტარა 25 მილიონ ევროდ გაყიდოს. მისით დაინტერესებულები არიან ”ბაიერნი” და ”მანჩესტერ სიტი”.
მიმდინარე სეზონში ალკანტარამ 24 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო. ასევე, მის ანგარიშზეა 2 გოლი.



