”ბარსელონას” დელეგაცია რამდენიმე დღეში ბრაზილიაში გაემგზავრება, ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის ნეიმარის თაობაზე, იტყობინება El Mundo Deportivo.
ესპანური გავლენიანი გამოცემის თანახმად, ”ბარსელონამ” ნეიმართან მოლაპარაკებები დროზე ადრე დაიწყო. ეს გამოიწვია მადრიდულმა ”რეალმა”, რომელიც მზადაა ”სანტოსის” თავდამსხმელში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ნეიმარმა უკვე მოაწერა ხელი ”ბარსელონასთან” წინასაპირობო კონტრაქტს და ტრანსფერის ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.
