მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი, ვილია და კიდევ 8 ფეხბურთელი, სავარაუდოდ, კლუბს ზაფხულშივე დატოვებს

აბიდალი, ვილია და კიდევ 8 ფეხბურთელი, სავარაუდოდ, კლუბს ზაფხულშივე დატოვებს

”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ შეადგინა ფეხბურთელთა სია, რომლებიც სავარაუდოდ ამ ზაფხულს დატოვებენ კლუბს. 

სიაში შევიდნენ: მცველები – ერიკ აბიდალი, ადრიანო კორეია, მარკ მუნიესა და ანდრეუ ფონტასი (”მალიორკა”). ნახევარმცველები – ჯონათან დოს სანტოსი, სერხი რობერტო (”ბარსელონა ბ”) და იბრაჰიმ აფელაი (”შალკე 04”). თავდამსხმელები – დავიდ ვილია, ბოიან კრკიჩი (”მილანი”) და ისააკ კუენკა (”აიაქსი”).

”ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შემდეგ სეზონში გუნდის შემადგენლობა 30 კაცამდე იქნება შემცირებული, 4 ”ბარსა ბ-” ფეხბურთელის ჩათვლით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში