მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი – 7 ლა ლიგა, ჯამში 24 მედალი

ჩავი – 7 ლა ლიგა, ჯამში 24 მედალი

ლა ლიგის შვიდი ტიტული. “ბარსელონას” ნახევარმცველმა პირველი ტიტული 1999, ხოლო ჯერჯერობით უკანასკნელი 2013 წელს მოიპოვა. ჩავი ერნანდესს მოქმედ ფეხბურთელებს შორის ლიგის ყველაზე მეტი მედალი აქვს მოპოვებული. მისი დებიუტი გუნდში 1998 წელს შედგა, მას შემდეგ კი ფეხბურთელი არ წყვეტს ტიტულების მპოვებას, როგროც საკლუბო ასევე სანაკრებო ჩემპიონატებში. უკანასკნელი ტიტულის მოპოვების შემდეგ ჩავის 24 მედალი დაუგროვდა, როთიც ის ესპანელი ფეხბურთელის ფრანცისკო ხენტოს რეკორდს გაუთანაბრდა.

“რეალ მადრიდის” ყოფილმა ფეხბურთელმა საკლუბო ჩემპიონატებში 23, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ერთი თასი მოიგო 1953–1971 წლების განმავლობაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩავის კონტრაქტს ვადა 2016 წელს ეწურაბა , საკმაოდ რეალურია ესპანელმა ხენტოს რეკორდი გააუმჯობესოს, რომელიც 40 წლის განმავლობაში “ხელშეუხებელი” იყო.

რაც შეეხება გუნდის დანარჩენ მოთამაშეებს. კარლეს პუიოლს ლა ლიგის 6 თასი აქვს (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013). ამდენივე ტიტული აქვთ მოპოვებული: ვალდეს, ინიესტასა და მესის, ეს უკანასკნელი კი 25 წლისაა და იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” ესპანეთსა და ევროპაში დომინირებას კვლავ გააგრძელებს არგენტინელი კიდევ არაერთ რეკორდს “დაამხობს”.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში