”ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს რეშაკმა ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ბრაზილიელ ამომავალ ვარსკვლავთან, ნეიმარ და სილვასთან დაკავშირებით.
კარლესმა ასევე აღნიშნა, რომ ლურჯ-ბროწეულისფრები არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე.
”ნეიმარი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ამის დამტკიცება ძალიან მარტივად შეიძლება: გადახედეთ რამდენი გრანდი ინტერესდება მისით. მაგრამ ”ბარსელონას” პირველ რიგში ის უნდა აღელვებდეს, რომ კატალონიელები არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მესის ტრავმის მიღებისთანავე გუნდს პრობლემები უჩნდება. ასე რომ ”ბლაუგრანამ” უნდა იყიდოს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. თუმცა ნეიმარის შეძენა შეიძლება მოსალოდნელზე ძვირი დაჯდეს, რადგან მისით ძალიან სერიოზულად მადრიდის ”რეალიც” ინტერესდება.” – განაცხადა რეშაკმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელები მზად არიან ბრაზილიელ ამომავალ ვარსკვლავში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.
