”სანტოსის” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვისენტე კასკიონემ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში მოსალოდნელია ნეიმარის ”ბაიერნში” ხილვა.
”ნეიმარმა უკვე მოაწერა ხელი ”ბაიერნთან”, ყველაფერი მოგვარებულია. ასე რომ ნეიმარი არც ”რეალში” არ გადავა და არც ”ბარსელონაში”, როგორც იტყობინება პრესა. 2013 წლის აგვისტოდან, იგი გერმანიაში ითამაშებს. ეს არ არის ჭორი ან სპეკულაცია – ეს ინფორმაცია, რომელშიც ეჭვის შეტანაც არ ღირს. იმას ვისაც არ სჯერა შეუძლია დაელოდოს და შემდეგ თვითონვე დარწმუნდებულა ამ ინფორმაციის რეალობაში.” – განაცხადა კასკიონემ.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ნეიმარმა უკვე მოაწერა ხელი ”ბარსელონასთან” კონტრაქტს. შემდეგ კი, ესპანური პრესა გადაერთო ”რეალის” შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც მადრიდელები მზად იყვნენ ბრაზილიელ ვარსკვლავში 100 მილიონი ევრო გადაეხადათ.
