”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ კატალონიური კლუბი ზაფხულში შემადგენლობის შევსებას ახალი ფეხბურთელებით აპირებს, იტყობინება ესპანური პრესა.
სუბისარეტამ ხაზი გაუსვა იმას, რომ გუნდში მოყვანილი ახალი ფეხბურთელები აუცილებლად უნდა აძლიერებდნენ კატალონიელებს.
”ჩვენ ვეძებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ”ბარსელონას” თამაშს სრულყოფილს გახდიან. ჩვენ გუნდს გააჩნია თავისი ფილოსოფია და ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას. თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მეტად კონკურენტუნარიანები.” – განაცხადა სუბისარეტამ.
აქამდე ცნობილი ინფორმაციის თანახმად, ”ბარსელონა” აპირებს მეკარის, ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერებას.
