”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ”ატლეტიკოსთან” მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე რამდენიმე თემაზე ისაუბრა.
”საკმაოდ თანაბარი მატჩი იყო. ასპროცენტიანი შანსი არცერთ გუნდს არ ჰქონია, მაგრამ თამაშის მიწურულს ჩვენ მაინც შევძელით მატჩის ბედის შემოტრიალება და 3 ქულაც მოვიპოვეთ. მთავარია, რომ ჩვენ ესპანეთის ჩემპიონატი მოვიგეთ. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა ამ ტიტულის მოგება და ახლა დროა, ეს გამარჯვება საკუთარ ოჯახებთან და გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმოთ. ჩვენ არ მივისწრაფვით ლა ლიგაში აღებული ქულების რეკორდის დასამყარებლად. უბრალოდ, ყველა მატჩში მოგების დიდი სურვილი გვაქვს.” – განაცხადა ინიესტამ.
