კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მოპოვებული ესპანეთის ჩემპიონის ტიტული დიდი სიხარულით გაიზიარა.
“მე ბედნიერი ვარ ამ ტიტულის მოგებით ერთი წლის განმავლობაში გაწეული დიდებული სამსახურის შემდგომ. მე მინდა ეს წარმატება ჩემს კოლეგებსაც მივულოცო.” – განაცხადა, მესიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში “ბარსელონამ” სტუმრად “ატლეტიკოს” (2:1) სძლია. ლიონელ მესიმ კი მორიგი დაზიანება მიიღო. რამდენად სერიოზულია დაზიანება ჯერჯერობით უცნობია.
