“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ვერ შეძლო ”ატლეტიკოს” წინააღმდეგ მატჩის ბოლომდე დამთავრება. დაზიანების გამო ფეხბურთელი იძულებული გახდა მეორე ტაიმის მსვლელობისას მოედანი დაეტოვა. ასე რომ კატალონიელებმა მატჩი კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს, ვინაიდან სამწვრთნელო შტაბს 3-ივე ცვლილების უფლება გამოყენებული ჰქონდა.
თამაშის-შემდოგ პრეს-კონფერენციაზე ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ 13 მაისს მესის სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება. ”მესის დაზიანების სირთულეს ხვალინდელი გამოკვლევა გვიჩვენებს. ვნახავთ, თუ რა ხნით გამოეთიშება იგი ფეხბურთს.” – ციტირებს ვილანოვას ესპანური პრესა.
