”ბარსელონას” ნახევარმცვლმა, სესკ ფაბრეგასმა ისაუბრა თავის პირველ, ესპანეთის ჩემპიონის ტიტულზე კატალონიელთა რიგებში.
შეგახსენებთ, რომ ლურჯ-ბროწეულისფრებმა იმის შემდეგ მოიპოვეს ჩემპიონობა, რაც მადრიდის ”რეალმა” ვერ შეძლო ესპანიოლის დამარცხება. მადრიდელებს 81 ქულა აქვთ, ხოლო კატალონიელებს 7-ით მეტი. მოურინიოს შეგირდებს 2 თამაშიღა დარჩათ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ”ბლანკოსს” უკვე ესპანეთის ჩემპიონობის თეორიული შანსიც კი აღარ აქვს.
”დღეს განსაკუთრებული დღეა, ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ! ძალიან მიხარია, რომ შემიძლია ჩემი პირველი ესპანეთის ჩემპიონობა ავღნიშნო.” – განაცხადა ფაბრეგასმა, თავის თვითერზე.
