”რეალის” მთავარი მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კატალონიის ”ბარსელონას” 22-ე ლა ლიგის ტიტული მიულოცა.
”პირველ რიგში, მინდა რომ ”ბარსელონას” ფეხბურთელებს, ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს მივულოცო. მათ შეძლეს ტიტულის მოპოვება, რომელიც აქამდე ჩვენ გვეკუთვნოდა, ასე რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ მივულოცოთ კატალონიელებს” – განაცხადა მოურინიომ
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონამ” იმის შემდეგ გაიფორმა ჩემპიონობა, რაც მოურინიოს შეგირდებმა ვერ შეძლეს ”ესპანიოლის” დამარცხება და ფრედ 1:1 ითამაშეს.
