ცოტა ხნის წინ, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ფრანგი ფეხბურთელის შეძენით “ბარსელონა” არის დაინტერესებული, რომლებიც აპირებენ ამ ზაფხულს დაცვის ხაზში არსებული პრობლემების მოგვარებას.
“რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელს სურს ისეთ კლუბში თამაში, როგორიც “ბარსელონაა” თუმცა ჩემი გული მთლიანად ეკუთვნის “ვალენსიას”. კარიერის დასრულებასთან საკმაოდ ახლოს ვარ, რადგანაც თითქმის უკვე 30 წლის ვარ და მსურს ჩემი მოღვაწეობა როგორც ფეხბურთელმა ამ კლუბში დავასრულო. ხელშეკრულება “ვალენსიასთან” მომავალ წელს მეწურება და ვიმედოვნებ, რომ კლუბი შემომთავაზებს ახალ კონტრაქტს” – განაცხადა მატიემ
