workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფაელ მარკესი „ბარსელონას“ ტოვებს

რაფაელ მარკესი „ბარსელონას“ ტოვებს

“ბარსელონას” მექსიკელი მცველი, რაფაელ მარკესი, რომელმაც კლუბში 7 წელი გაატარა, მომავალ კვირას, დატოვებს კლუბს და თავის კარიერას “New Yourk Red Bulls” -ში გააგრძელებს, სადაც უკვე თამაშობს “ბარსელონას” ყოფილი თავმდამსხმელი, ტიერი ანრი.

მარკესი კატალონიაში 2003 წელს, 5 მილიონ ევროდ გადმოვიდა “მონაკოდან” და მიუხედავად იმისა, რომ მან 2009 წლის ნოემბერში, ხელი მოაწერა კონტრაქტის გაგრძელებას, რომელიც მის კლუბში დარჩენას 2012 წლის ივნისამდე ითვალისიწნებდა – “ბარსელონა” მას თავისუფალი აგენტის სტატუსით უშვებს და ამ ტრანსფერის სანაცვლოდ თანხას არ მოითხოვს.

“ბარსელონაში” გატარებული 7 წლის შემდეგ, მარკესი ბრწყინვალე ტიტულებით ტოვებს კლუბს:  ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 4 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 უეფას სუპერ თასი, 1 საკლუბო ჩემპიონატი

barcamania.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward