”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ არგენტინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა ”რეალის” თავდამსმხელ, კრიშტიანო რონალდუზე და მწვრთნელ, ჟოზე მოურინიოზე.
მესიმ აღნიშნა, რომ მას არ აქვს ცუდი ურთიერთობა არცერთ პორტგუალიელთან.
”როდესაც მე რონალდუს სხვადასხვა ღონისძიებებზე ვხვდები, ჩვეულებრივად ვესალმები. ბევრს არ ვკონტაქტობთ, რადგან იგი ჩემი გუნდელი არ არის. რაც შეეხება მოურინიოს, ბევრი იწერება ჩვენს ურთიერთობებზე, მაგრამ არცერთი არ შეესაბამება სიმართლეს.” – განაცხადა ლიონელმა
