მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ჭორები იმის თაობაზე, რომ ლიონელ ანდრეს მესის ბიოგრაფიაზე ფილმს გადაიღებდნენ. ახლა ეს ყველაფერი რეალობასთან ძალიან ახლოსაა. იტყობინებიან, რომ სტუდია Epic Pictures Group–ი იწყებს კინოფილმის გადაღებას, რომელსაც მსოფლიო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოდნავ ადრე იხილავს.

პროდიუსერებმა უფლებები მოიპოვეს ლუკა კაიოლის წიგნზე “მესი: ისტორია ბიჭზე, რომელიც ლეგენდა გახდა” – ეს ნამუშევარი არგენტინელის ოფიციალურ ბიოგრაფიად არ ითვლება, თუმცა ზუსტად ასახავს ოთხი ოქტოს ბურთის მფლობელის ცხოვრებას.

ფილმი ცნობილი საგის “როკის” სტილში იქნება გადაღებული. ის მოგვითხრობს მოკრძალებულ, ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც თავისი ფიზიკური ხარვეზების გადალახვას ცდილობს და ხდება ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში. პროექტის დამაარსებლის აცხადებს: “ფილმი აჩვენებს საზოგადოებას, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა შესაძლებელია.”

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში