პირველ რიგში მინდა ეს სტატია მივუძღვნა მათ ვინც ვერ აფასებს ალექსის სანჩესის შესაძლებლობებს, თავდადებას და მის ძალიან დიდ შრომას მოედანზე. ამ სტატიით მინდა ბევრ მის ანტიფანს ვუთხრა, რომ მათ კარგად არ იციან ჩილელის შესაძლებლობები და არ იციან თუ რამდენი შეუძლია ალექსის სანჩესს სინამდვილეში. არ ვაპირებ ასევე ვიყო მიკერძოებული ამ სტატიაში და მსურს გაჩვენოთ ყველაფერი რაც არის სინამდვილეში.
ალექსის სანჩესი – ფეხბურთელი, რომელმაც თავი ძალიან ბევრს 2010 წლის მუნდიალზე დაამახსოვრა, მისი თამაში ჩილეს ნაკრების მაისურით მართლაც შთამბეჭდავი იყო და არაერთი კლუბის ყურადღებაც მიიქცია, მათ შორის კატალონიის “ბარსელონასიც”. ვერ ვიტყვით, რომ მისმა ნაკრებმა გაიბრწყინა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა თავად ფეხბურთელმა ბრწყინვალე თამაშით დაგვამახსოვრა თავი, ამას მისი “უდინეზეში” ჩატარებული მომდევნო სეზონიც დაემატა, რომელიც საოცარი იყო 2010/2011 წლების სეზონში და ნამდვილი ლიდერი გუნდის. ბევრი მას დღემდე ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა მისი მონდომება და შესაძლებლობები ამ ეჭვებს სულ ცოტახანში სრულიად მოსპობს. “უდინეზეში” ჩატარებული ბოლო სეზონის შემდეგ, მისადმი მსოფლიოს თითქმის ყველა კლუბი იჩენდა ინტერესს და სურდათ ჩილელის საკუთარ რიგებში გადაბირება. იყვნენ კლუბები, რომლებიც კოლოსალურ თანხასაც ჩამოდიოდნენ სანჩესში, ერთ ერთი კი აქედან “მანჩესტერ სიტი” იყო, რომლებიც 50 მილიონ ევროსაც იხდიდნენ ფეხბურთელში, თუმცა ეს ტრანსფერი მათ არ გამოსვლიათ. პეპ გვარდიოლა დიდიხნის განმავლობაში აკვირდებოდა მას და საკმაოდ მოხიბლულიც იყო სანჩესით, ბოლო ჩატარებულმა სეზონმა კი პეპს საბოლოოდ გადაწყვეტინა მისი ყიდვა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=r4JOQjgO9Zk]
სანჩესის ჩატარებულმა შეხვედრამ “პალერმოს” წინააღმდეგ, რომელმაც პოკერის შესრულება მოახერხა 50 წუთში, ამ ბრწყინვალე ჩატარებულმა შეხვედრამ მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა თუ არა გადამწყვეტი… მის ანგარიშზე 2010/2011 წლების სეზონში 12 გატანილი გოლი იყო, თავის საკმაოდ ბევრი საგოლე გადაცმებით. ამ ყველაფერთან ერთად იგი სრულიად მთელ მოედანზე დომინირებდა. კლუბების ყურადღება მით უფრო მისმა თამაშმა მიიპყრო, ვიდრე მისმა შედეგიანობამ. სანჩესი იყო და კვლავ არის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და სჯერა ძალიან ბევრს მისი.
აქვე გთავაზობთ იტალიის ჩემპიონატში მის მიერ გატანილ 12 გოლს 2010/2011 წლების სეზონში.
[media=http://www.youtube.com/watch?v=7XktUKZ1ONQ]
ასევე სანჩესი ძალიან კარგია ეროვნულ ნაკრებშიც, რომელიც შეგვიძლია ვთქვარ, რომ ლიდერია საკუთარი გუნდის. ამას მისი ჩატარებული ძალიან ბევრი შეხვედრაც გვიდასტურებს. რა თქმა უნდა “ბარსელონაში” მას ნაკლებად უწევს იმ ყველაფრის გამომჟღავნება, რაც სინამდვილეში შეუძლია ალექსის სანჩეს იმის ფონზე, თუ რაოდენ დიდი ფეხბურთელები თამაშობენ მის გვერდით. ასე, რომ ვთქვათ “ოდნავ ჩრდილშია” ახალგაზრდა ჩილელი, თუმცა ბოლო დროს მისი თამაში ძალიან ბევრს უსახავს იმის იმედს, რომ კვლავ დაიბრუნებს იმ ფორმას, რა ფორმაშიც იგი “უდინეზეს” რიგებში იყო. პირადად ჩემი აზრით იგი უკეთესადაც ათამაშდება, ვიდრე თამაშობდა იტალიურ კლუბში, რადგანაც როგორც წესი ასაკის მატებასთან და გამოცდილების მიღებასთან ერთად უფრო და უფრო უმატებს თამაშს ფეხბურთელი. ნამდვილად გვიდასტურებს მისი ბოლო ჩატარებული შეხვედრები იმას, რომ იგი ნელ ნელა ჩვეულ ფორმაში დგება. მინდა ისიც ვთქვა, რომ მის შრომას და თავდადებას მოედანზე ძალიან ბევრი ვერ აფასებს და ამ ყველაფერთან ერთად მის მიმართ ძალიან ბევრი კრიტიკაც ისმის. ეს კრიტიკა სეზონის დასაწყისში ნამდვილად დამსახურებულიც იყო და ასევე მერეც, თუმცა ყველას აქვს ჩავარდნა და წარუმატებლობებიც, მაგრამ ამის გამო მას საკუთარი შესაძლებლობები და გაწეული შრომა არ უნდა დავუკარგოთ. არ არის ადვილი გადმოხვიდე ასეთ კლუბში და ასეთ ჩემპიონატში და ადაპატაციის გარეშე მოწყვიტო ვარსკვლავები, მისთვის პირველი სეზონი საკმაოდ კარგი იყო იმის ფონზე, თუ რამდენჯერ მიიღო მან ტრავმა და რამდენიხნით იყო იგი მინდორს მიღმა.
დაბრუნებისთანავე კი იგი კვლავ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, რადგანაც თითოეული თამაშის დროს ჩანდა მისი უდიდესი შრომა და თავდადება, რაც პეპ გვარდიოლასთვის შეუმჩნეველი არც მაქამდე და არც მერე ყოფილა. ასეთი შრომისმოყვარე ფეხბურთელები ყოველთვის ფასობენ თანამედროვე ფეხბურთში.
გვარდიოლა: “სანჩეს გააჩნია ის თვისებები, რომლებიც არ აქვთ სხვა ფეხბურთელებს. ის ძლიერია ძალიან და ბურთს ბრწყინვალედ ატარებს”.
მესი: “ადაპტაციის გავლა არ არის ადვილი, მან “ბარსაში” სულ სხვა ფეხბურთი იხილა, რადგანაც აქ სრულიად განსხვავებული ფილოსოფიაა და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ურთულესი სათამაშო, მაგრამ მან ეს ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა და შესანიშანვად შეეწყო გუნდს. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, გუნდში ის ყველას უყვარს რადგანაც ძალიან თავმდაბალი ადამიანია”.
კრუიფი: “სანჩეს აქვს ის თვისებები, რასაც სიმართლე რომ გითხრათ მე სხვა ფეხბურთელებში ვერ ვხედავ, შესაძლოა იგი მესი არ არის, თუმცა “ბარსელონა” ბედნიერი უნდა იყოს, რომ მათთან ასეთი ფეხბურთელი ირიცხება”.
კუმანი: “სანჩესი ძალიან პროდუქტიული ფეხბურთელია. დააკვირდით რამდენს მოძრაობს მოედანზე და რამხელა სივრცეებს უქმნის მის თანაგუნდელებს. იგი ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგზე გაუჩერებლივ მოძრაობს და ასევე ცენტრფორვარდის მოვალეობასაც ითვისებს, რაც მისი საქმე სინამდვილეში არ გახლავთ. მე ეხლაც მიკვირს, თუ რა მალე შეეწყო იგი გუნდის სათამაშო ფილოსოფიას. მისი სისწრაფე “ბარსელონას” შეტევაში ძალიან უიოლებს საქმეს”.
ბორგი: “ალექსისი “ბარსელონაში” არასწორ პოზიციაზე დგას, რაც იწვევს მის უთამაშებლობას და შემდეგ კი კრიტიკას. მისგან ხალხი ბევრ გოლს ითხოვს, რაც ეს უფრო ცენტრფორვარდს ევალება, სანჩესს გოლებზე მეტად საგოლე გადაცემებით თანაგუნდელების მომარაგება ევალება. ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ამას აუცილებლად დაამტკიცებს”.
ასევე მინდა აქვე შემოგთავაზოთ მისი ჩატარებული შეხვედრა “არგენტინის” წინააღმდეგ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=hgdC-9RUZ9M]
ალექსის სანჩესის ტრანსფერი არ ყოფილა გათვლილი 1-2 სეზონით, ეს ტრანსფერი კლუბმა სამომავლოდ გააჩარღა. ჩილელს ჯერ კიდევ წინ აქვს საუკეთესო წლები “ბარსელონაში” და ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ამ კლუბში. ის ჯერ მხოლოდ 24 წლის გახლავთ, რომელსაც ალბათ კიდევ ბევრი რამ აქვს დიდ ფეხბურთში სასწავლი. 



[media=http://www.youtube.com/watch?v=Azunvrlw2vQ]
ასევე სტატიასთან ერთად ჩემი თხოვნა იქნება, რომ შემიფასოთ ეს ვიდეოც, რომელიც გავაკეთე პირადად მე.
http://www.myvideo.ge/?video_id=2032371



