”რომას” გენერალურმა დირექტორმა, ფრანკო ბალდინიმ გააკეთა კომენტარი ”ბარსელონას” მარკინიოსადმი ინტერესზე.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ და იტალიურ პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია ”ბარსელონას” მარკინიოსადმი სიმპათიების შესახებ. ამ ინფორმაციების თანახმად, კატალონიელები მზად იყვნენ ”რომას” ახალგაზრდა მცველში 15-20 მილიონი გადაეხადათ.
”ბარსელონას” ინტერესი მარკინიოსადმი? ჯერ-ჯერობით არცერთი ოფიციალური შემოთავაზება მის საკითხზე არ შემოსულა.” – განაცხადა ფრანკო ბალდინიმ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 18 წლის მცველით “მანჩესტერ სიტიც” ინტერესდება.
