ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ისაუბრა “ბარსელონას” შესახებ.
კონტეს თქმით, კატალონიელთა დღევანდელი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, იტყობინება ესპანური პრესა:” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის შემდეგ, ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა ტიტო ვილანოვა. ორი მატჩის ჯამში, მისმა გუნდმა 7 გოლი გაუშვა და ერთის გატანაც ვერ შეძლო. “
“ბარსელონა”? ისინი ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ .საუბარი იმაზე, რომ ამ კლუბის ეპოქა სრულდება, სისულელეა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ვილანოვას გუნდი, მესის თამაშზეა დამოკიდებული,” განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა.


