”ბარსელონას” თავდამსხმელმა, კრისტიან ტელიომ მადლობა გადაუხადა კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს, რადგან კულეები დადებითად აფასებენ მის თამაშს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა თავი ”ბეტისის” წინააღმდეგ ლა ლიგის ეგიდით 34-ე ტურში.
”ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ გულშემატკივრებს ჩემი მოედანზე დანახვა სურთ, მაგრამ ეს ყველაფერი სამწვრთნელო შტაბზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ყველას მეტი სათამაშო დრო უნდა, თუმცა მე ამითაც კმაყოფილი ვარ.” – განაცხადა ტელიომ.
შეგახსენებთ, რომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ტელიო გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც შეაქო და განაცხადა, რომ სეზონის დასაწყისში გუნდის სამწვრთნელო შტაბი ვერ ხედავდა ახალგაზრდა ფეხბურთელის სრულ პოტენციალს.
