”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ შემდეგ სეზონში გუნდის თამაშის სტილის შეცვლას აპირებს.
”თვითკრიტიკა უნდა შეგვეძლოს და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი თამაში აშკარად გასაუმჯობესებელია. ეს სეზონი ძალიან დატვირთული იყო ტრავმების მხრითაც. გუნდთან ერთად ორ თვეზე მეტი არ ვყოფილვარ, რაც ასევე გუნდისთვის რთული გადასატანი იყო. შემდეგ სეზონში სხვანაირად უნდა ვითამაშოთ. ეს წარუმატებლობა არ არის საგანგაშო, რადგან ეს ჩემი პირველი წელია ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე.” – განაცხადა ვილანოვამ.
