მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: “ეს “ბარსა” ბოლო 20-30 წლის საუკეთესო გუნდია”

მოურინიო: “ეს “ბარსა” ბოლო 20-30 წლის საუკეთესო გუნდია”

 ჟოზე მოურინიომ, რომელმაც პრესკონფერენცია მის სამომავლო გეგმებს მიუძღვნა, საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელიც მის უშუალო კონკურენტ, კატალონიის “ბარსელონას” უკავშირდება.

 კითხვაზე, თუ რატომ ვერ გაუწია მადრიდის “რეალმა” ვერანაირი კონკურენცია კატალონიის “ბარსელონას” “ლა ლიგასთვის” ბრძოლაში, პორტუგალიელმა შემდეგი პასუხი გასცა: “შიდა ჩემპიონატში ძალიან ცუდად დავიწყეთ და ამისთვის დაგვსაჯეს კიდეც. გეთანხმებით, რომ კატალონიელებისთვის დასაწყისშივე არ უნდა მიგვეცა დიდი ჰანდიკაპით გასწრების უფლება. შარშან ჩვენ 100 ქულიანი რეკორდი დავამყარეთ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ძნელი ამოცანა იყო. ასევე ვფიქრობ, რომ “ბარსელონას” წელსვე შეუძლია ამ რეკორდის გამეორება და თუ ისინი ამას მოახერხებენ, არ გამიკვირდება, რადგან ვთვლი, რომ ეს “ბარსელონა” საუკეთესოა იმ გუნდებს შორის, რაც კი ბოლო 20-30 წლის განმავლობაში მინახავს. სეზონის ბოლო მათ ჩააგდეს და დამარცხდენ გადამწყვეტ მატჩებში, მათ შორის მადრიდის “რეალთან”. ჩვენ შევძელით მათი დამარცხება და ამის შემდეგ თქვენ, ჟურნალისტები თვლით, რომ მათი დრო  დამთავრდა და “ბარსელონა” აღარ არის კარგი გუნდი. მე კი გეტყვით, რომ მათი დამარცხება წარმოუდგენლად ძნელია და თუ მე ეს შევძელი, სულაც არ ნიშნავს, რომ “ბარსა” ცუდი გუნდია. მე ჯერ კიდევ ვთვლი, რომ ეს “ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში