მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვა: “ბარსელონა” დიდ ცვლილებებს არ საჭიროებს”

ვილანოვა: “ბარსელონა” დიდ ცვლილებებს არ საჭიროებს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ, კლუბის მცველს ესპანელ ჟერარდ პიკეს უპასუხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში დიდი ცვლილებები იყო საჭირო. 

“ეს გუნდი დიდ ცვლილებებს არ საჭიროებს. თავის დროზე ჩვენმა “დრიმ თიმმა” ასევე მოიგო ჩემპიონატი, გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც და “მილანთან” განადგურდა. სწორედ ამის შემდეგ “ბარსელონაში” დიდი ცვლილებები მოხდა და გუნდუ გაცილებით უარესად ათამაშდა. ჩვენ საკმაოდ სოლიდური ბაზა და ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. რასაც ჩვენ გავაკეთებთ უბრალოდ გაძლიერება უნდა დავარქვათ. ხოლო მოთამაშემ, რომელმაც ეს განაცხადა არ მეგონა, რომ გახდებოდა ამ ცვლილებების ნაწილი.” – განაცხადა ვილანოვამ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში