გერმანული “დორტმუნდის” მცველის მატს ჰუმელსის კლუბში დარჩენის გარანტია კვლავ არ არის. ამჯერად კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა. ჰუმელსის მიმართ კი აქტიურ ინტერესს “ბარსელონა” იჩენს.
“მე ვფიქრობ, რომ მატსის მომავალის თაობაზე ამჟამად საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. მის კლუბს წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს ჩასატარებელი და რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ბევრი ცნობილ და დამსახურებულ ფეხბურთელს ასეთ მატჩში მონაწილეობა მიღებულიც არ აქვს. ამიტომ ახლა საჭიროა გუნდში იდეალური ატმოსფეროს შენარჩუნება. მისი მომავლის შესახებ დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა თუმცა ამის დროც მოვა.” – განაცხადა აგენტმა.
