კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და ჰოლანდიური “აიაქსის” ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი ზედმეტად და ხშირად არის დამოკიდებული არგენტინელ თავდამსხმელზე, ლიონელ მესიზე.
“ფეხბურთი – ეს სპორტის გუნდური სახეობაა, “ბარსელონა” კი ზედმეტად არის დამოკიდებული მესიზე. არასწორად არ გამიგოთ, მესი – ძალიან გუნდური მოთამაშეა. თუმცა ის ბურთს იმ შემთხვევაშიც იღებს როდესაც სრულიად ჩაკეტილია, აი ამ მომენტში კი მისი პარტნიორი აბსოლიტურად განთავისუფლებულია მეტოქისაგან.” – იტყობინება სპეციალისტის სიტყვებს, ჰოლანდიური პრესა.
