ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალური დაპირისპირება “ბაიერნის” წინააღმდეგ სიმბოლური იყო “ბარსას” მეკარესთვის. ვიქტორ ვალდესმა ჩემპიონთა ლიგაზე მეასე შეხვედრა ჩაატარა.
ვიქტორის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 2002 წლის 18 სექტემბერს შედგა. მას შემდეგ კი ესპანელმა სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაუფლებოდა: 2006, 2009 და 2011 წლებში. ამ სეზონზე ვალდესი მეორეა მათ შორის ვინც ას მატჩიანი ბარიერს მიუახლოვდა, მსგავი რამის გაკეთება “ჩელსის” ფეხბურთელმა ეშლი კოულმა მოახერხა.
