მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მართალი გითხრათ, ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი… კიდევ ერთი მარცხი, გამანადგურებელი ანგარიშით… მეორე ერთ კვირაში. 7-0 ორი მატჩის ჯამში.. რა არის ეს? ვის დავაბრალოთ?

ამ ყველაფერზე პასუხი ამჟამად არავინ არ იცის. გვაქვს თუ არა უფლება, ტიტოს ამ თავდადების შემდეგ, რომელიც მან იანვარში, თებერვალში და მარტში ჩაიდინა, დავაბრალოთ მიუნხენელებთან მარცხი? გვაქვს თუ არა უფლება განვკიცხოთ ჩვენი საყვარელი კლუბის ფეხბურთელები?

ჩემი აზრით, არა. ეს ფეხბურთია და არ უნდა დაგვავიწყდეს ამ სპორტის უმნიშვენლოვანესი კანონი: ”ხან წააგებ, ხან მოიგებ”. 6 წელი ზედიზედ ”ბარსელონა” აშკარად დომინირებდა ევროპულ ფეხბურთში და ამ დროის განმავლობაში ”ბლაუგრანამ” 3 ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა შეძლო. ამ ხნის განმავლობაში პეპ გუარდიოლას ”ბლაუგრანამ” 1 სეზონში 6 თასი მოიპოვა. ვიგებდით, ვიგებდით და დადგა დრო წაგებისა, მაგრამ ეგ არაფერი! რომელ გუნდია დაუმარცხებელი?

ლა ლიგა ფაქტიურად მოგებული გვაქვს და 2 ძალიან მნიშვენლოვანი ტრანსფერიც თითქმის გაკეთებულია. წლევანდელი სეზონს მთლიანობაში შეგვიძლია წარმატებული ვუწოდოთ, წარუმატებელი კი მხოლოდ სეზონის ფინალური ეტაპი აღმოჩნდა. ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი შემდეგი სეზონია, რომელშიც ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ფორმის პიკს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებისთვის!

[media=http://www.youtube.com/watch?v=d5wO0fbOsZo]

დავით თანანაშვილი

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში