ხვალინდელ ნახევარფინალურ მატჩზე, კატალონიურ ”ბარსელონასა” და მიუნხენურ ”ბაიერნს” შორის რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტები დაესწრებიან.
მოგეხსენებათ, რომ თამაში ”კამპ ნოუზე” გაიმართება და აკრედიტაცია 990 პრესის წარმომადგენელმა მიიღო. მოედანს დაესწრებიან 230 სხვადასხვა გამომცემლობის ჟურნალისტები და 29 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.
აქამდე რეკორდი 2011 წელს, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ ნახევარფინალს ეკუთვნოდა. იქ ერთმანეთს ”ბარსელონა” და ”რეალი” უპირისპირდებოდნენ. მოედანზე მყოფი ჟურნალისტების რაოდენობა კი 960-ზე ოდნავ მეტს შეადგენდა.
