მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნოიერი ”ნოუ კამპის” ”ბოლ-ბოისებზე” საუბრობს

ნოიერი ”ნოუ კამპის” ”ბოლ-ბოისებზე” საუბრობს

 

”ბაიერნის” მეკარემ, მანუელ ნოიერმა ”ბარსელონასთან” გასამართი შეხვედრის წინ ”ნოუ კამპზე” ბოლო ვიზიტი გაიხსენა.

”ხვალინდელ შეხვედრაში სრულად უნდა დავიხარჯოთ, რათა კატასტროფა არ მოხდეს. კატალონიელები გამწარებულები არიან და ფინალში გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენ დიდ ზეწოლას უნდა გავუძლოთ.

როდესაც ”შალკეში” ასპარეზობისას 2007/08 სეზონში ”ნოუ კამპზე” ვითამაშე განსაკუთრებული ატმოსფერო დამამახსოვრდა. ასევე ის, თუ როგორ იქცევიან ”ბოლ-ბოისები” იმ დროს, როცა მათი გუნდი იგებს. ამ დროს მათ შეწყვიტეს ბურთის მოწოდება. ამან ისე გამომიყვანა წყობიდან, კინაღამ ყვითელი ბარათი მივიღე. ხვალ სავარაუდოდ ბურთს სწრაფად დაგვიბრუნებენ” – განაცხადა ნოიერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში