მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესის 12 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე  ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ

ლეო მესის 12 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ

ლეო მესის “ბუნდესლიგის” გუნდების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 12 გოლი აქვს გატანილი.განმეორებით გასამართ მატჩში “კამპ ნოუზე” “ბაიერნის” წინააღმდეგ ეს მაჩვენებელი შესაძლოა კიდევ გაუმჯობესდეს. აღნიშნული 12 გოლიდან მესის 6 გოლი “ლევერკუზენისთვის” აქვს გატანილი. როგორც იცით ბარსელონა ლევერკუზენს 2011-2012 წლების სეზონის 1/8 ფინალში შეხვდა.პირველი თამაში გუნდებს შორის “ბარსას” გამარჯვებით 3: 1 დასრულდა,სადაც მესიმ 1 გოლის გატანა მოახერხა,განმეორებით შეხვედრაში კი “ბარსამ” გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 სძლია მეტოქეს,აქედან კი  5 გოლი არგენტინელის ანგარიშზეა.რაც შეეხება სხვა გერმანულ კლუბებს მესის “შტუტგარტისთვის” აქვს სამი გოლი გატანილი.აქედან 1 გოლი 2007/2008 წლების სეზონში ,ხოლო ორი  2009/2010 წლების სეზონში. ასევე 2 გოლი აქვს მესის მიუნხენის “ბაიერნის” კარში გატანილი 2008/2009 წლების სეზონში და ერთიც “ვერდერის” წინააღმდეგ 2005/2006 წლებში. რაც შეეხება სხვა ქვეყნების გუნდებს მესის 8 გოლი აქვს გატანილი “პრემიერლიგის” გუნდების წინააღმდეგ, სიის შემდეგ საფეხურებზე არიან იტალიისა და უკრაინის საფეხბურთო კლუბები.სულ მესის ჩემპიონთა ლიგაზე 59 გოლი აქვს გატანილი,იგი ბოლო 4 სეზონია ზედიზედ უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ხდება.

სრული ჩამონათვალი კი ლეო მესის გატანილი გოლებისა სხვადასხვა ქვეყნის გუნდების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე შეგიძლიათ  იხილოთ აქ:

12 გოლი გერმანული კლუბების წინააღმდეგ

8 გოლი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ

5  გოლი იტალიური და  უკრაინული კლუბების წინააღმდეგ

4 გოლი რუსული,ფრანგული,ბერძნული და შოტლანდიური კლუბების წინაარმდეგ

3 გოლი თურქული და დანიური კლუბების წინაააღმდეგ

2 გოლი ბელარუსიის,შვეიცარიის და ესპანეთის კლუბების წინააღმდეგ

1 გოლი პორტუგალიური კლუბის წინააღმდეგ

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში