ახლახანს დასრულებული მუნდიალის შემდეგ გონს მოსვლაც ვერ მოვასწარით, რომ საფრანგეთში ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. როგორც პირველ გუნდში, ისე აქაც, უდიდეს სამუშაოს ასრულებენ “ბარსელონას” ფეხბურთელები (“ბარსას” 7 ფეხბურთელია ნაკრებში). თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ “ლა ფურია როხას” დაემარცხებინა ხორვატი თანატოლები. მინდა, რომ ცოტა უფრო ახლოს გაგაცნოთ ფეხბურთელები, ეს ის ხალხია, რომლებიც შეიძლება მალე, “ბარსელონას” პირველ გუნდში ვიხილოთ.
მარტინ მონტოია (19 წელი) – მარჯვენა მცველი, უფრო ზუსტად, რომ ვთქვა მარჯვენა ვინგბეკი(Wingback), ვინაიდან იგი საკმაოდ ხშირად არის შემჩნეული მეტოქე გუნდის საჯარიმოს სიახლოვეს. სწორედ მისი დარტყმის შემდეგ, რომელიც ხორვატების მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე გაიტანა როდრიმ. იგი უნივერსალია და შეუძლია მისი მშობლიური ფრთის გარდა საპირისპირო მხარესაც გაისარჯოს კლუბის კეთილდღეობის გამო. სწრაფი და აგრესიული ფეხბურთელი, კარგად დაყენებული ძლიერი დარტყმით.
კარლეს პლანასი (19 წლის) – მარცხენა მცველი, რომელიც უკანასკნელი წლების საუკეთესო მარცხენა მცველად ითვლება, რომელსაც “ლა-მასიაზე” უთამაშია. მარტინ მონტოიასგან განსხვავებით უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთელია. ბუნებამ იგი კარგი ათლეტური მონაცემებით დააჯილდოვა, სწრაფი და ამტანი ფეხბურთელია. მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, იგი კარგად კითხულობს თამაშის სცენარს და იშვიათად მარცხდება ერთი-ერთზე.
ტიაგო ალკანტარა (19 წლის) – ნახევარმცველი. არ ვიცი თქვენი მოსაზრება, როგორია მასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ის რამდენიმე წლის შემდგომ ძირითადის ფეხბურთელად მესახება, გასაოცარი ნიჭით დაჯილდვებული ფეხბურთელია. მას, ბუსკეტსს და “მუდმივ ტრანსფერს” (სესკ ფაბრეგას. ავტ.) შეუძლიათ ჩაიბარონ და გაამაგრონ “ბარსას” ცენტრი. ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ჩავის “მემკვიდრემ” თავი საჯარიმო მოედნის ფარგლებს გარიდან გატანილი გოლით გამოიჩინა, ჯამში კი, შეტევის დირიჟირებას ის ახდენს.
ორიოლ რომეუ (18 წლის) – საყრდენი ნახევარმცველი, მაგრამ არანაკლებ წარმატებით თამაშობს დაცვის ცენტრში. ორიოლი იდეალური მაგალითია იმისა თუ, როგორ მუშაობს “ბარსელონას” სკაუტთა სისტემა. ფეხბურთელი ადრეული ასაკიდან “ბარსელონას” მოსისხლე მტრის, “ესპანიოლის” აკადემიაში იზრდებოდა, მაგრამ 14 წლის ასაკში “ბლაუგრანაში” გადმობარგდა. აღსანიშნავია ფიზიკური ძალა, ტექნიკა, ტაქტიკური განსწავლულობა და ბურთთან მუშაობა. იგი აგრესიული ფეხბურთის მიმდევარია(ხანდახან ძალიან), ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ერთ წელიწადში შესაძლოა, რო იგი “ბარსელონას” ძირითად გუნდში ვიხილოთ.
მარკ ბარტრა (19 წლის) – ფეხბურთელი, რომლის ძალებსაც არ აღემატება, რომ ითამაშოს, როგორც დაცვის ცენტრში ისე დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს მისი თამაში ესპანეთის ჩემპიონატში, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ. მისი სიმაღლეა 184 სმ. და მიუხედვად ამისა იგი არაჩვეულებრივი ტექნიკითა და ცივსისხლიანობით არის დაჯილდოვებული. რაც შეეხება მის “ნაკლს”, იგი ხშირად აგებს პოზიციურ ორთაბრძოლებს, მაგრამ ეს პრობლემა დროსთან ერთად დაიხვეწება. ზამტარში ესპანური პრესა მის სახელს მადრიდის “რეალს” უკავშირებდა, მაგრამ ფეხბურტელმა გარკვევით დააფიქსირა ტავისი პოზიცია, როცა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა 2012 წლამდე.
რუბენ როჩინა (19 წლის) – სულით-ხორცამდე “ცხრიანი”, მიუხედავად მისი დიდი გაბარიტებისა ბურთთან “შენობით” არის. მაგრამ იმისათვის, რომ “ბარსას” ძირითად გუნდში მოხვდეს, მას კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევს საკუთარ თავზე. ჯერ-ჯერობით ესპანეთის ნაკრებში სათადარიგოთა ფეხბურთელია.
ალეკს სანჩესი (19 წლის) – მეკარე. ხორვატებთან მატჩში მას ცოტა სამუშაო ქონდა, მიუხედავად ამისა, ესპანელებს გოლი მის დაუხმარებლად არ გაუშვიათ. მეკარის პოზიცია ყველაზე პრობლემატური საკითხია, მომავლის ფეხბურთისათვის. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ მისი ვიზავი, დელაჩი (“ჩელსი”) უფრო დამაჯერებლად ასპარეზობს.
სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ (busquets)


