გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავთან ლიონელ მესისთან, არგენტინელმა ჟურნალისტის დასმულ საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.
გამარჯობა .. კარიერის დასრულების შემდეგ “ბარსასთან” კავშირს შეინარჩუნებთ ? ისურვებდით თუ არა , რომ გახდეთ “ბარსას” მწვრთნელი ?
როცა კარიერას დავასრულებ ღმერთმა უწყის რას ვიზამ , მაგრამ სიამოვნებით შევინარჩუნებდი კონტაქტს გუნდთან , რომელიც ასე ძალიან მიყვარს..
მინდა შევეკითხო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს , თუ ფიქრობს არგენტინულ კლუბში თამაშზე ? თუ კი , მაშინ რომელ გუნდში ?
გმადლობთ ასეთი სიტყვებისთვის.. სიმართლე გითხრათ სიამოვნებით ვითამაშებდი არგენტინაში და ვნახავდი , თუ როგორ მღერიან გულშემატკივრები საკუთარი გუნდის გასამხნევებლად..
მოგწონთ გადაცემა Crackòvia და თქვენი პესონაჟი ?
დიახ , მომწონს.. სიმართლე გითხრათ ბევრს ვიცინი.. არის ისეთი ჟესტები , რომელიც არ მახასიათებს , თუმცა მაინც მომწონს (იცინის)..
როგორ ფიქრობთ ჩავი კარგი მწვრთნელი იქნებოდა “ბარსასთვის” ? წარმოგიდგენიათ მისი მითითებების ქვეშ თამაში ?
ვფიქრობ , ჩავის ჯერ კიდევ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია ფეხბურთში.. მას განსაკუთრებული ხარისხი აქვს და მისი როლი გადამწყვეტია ჩვენთვის , ასე რომ მე ვისურვებდი მის გვერდით დიდხანს თამაშს.. თუ იგი მწვრთნელი გახდება მე ესეც გამიხარდება.. ის შესანიშნავი, ინტილიგენტი ადამიანია და კარგად ესმის ფეხბურთი..
გადახვიდოდით თუ არა მადრდიდში სათამაშოდ , ორმაგი ანაზღაურება რომ შემოგთავაზონ ?
ამ შეკითხვაზე არაერთხელ გამიცია პასუხი.. “ბარსამ” მე ყველაფერი მომცა , ამ კლუბში გავიზარდე ვიცი , როგორ ზრუნავენ ჩემთვის და ამიტომ არასდროს ვიფიქრებ მეტოქე გუნდში გადასვლაზე , მითუმეტეს ფულის გამო.. მე აქ ბედნიერი ვარ..
არასდროს რომ არ გეთამაშათ არგენტინის ნაკრებში , ესპანეთის ღირსების დაცვაზე იფიქრებდით ?
მე ძალიან დიდი გზა გავიარე , რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი , მაგრამ ჩემი უმთავრესი ოცნება იყო ჩემი ქვეყნის მაისურის მორგება.. ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა , ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც.. დღეს ჩვენ ვცდილობთ , შევკრათ გუნდი , რომელიც მოიგებს ტიტულებს და მიუძღვნის მას საკუთარ ხალხს..
მე ახლახანს ბიჭი შემეძინა და თქვენს საპატივცემულოდ მას ლეო დავარქვი.. როგორ აფასებთ იმ ფაქტს , რომ ხალხი თქვენგან კუმირს ქმნის ? როგორ გინდათ , რომ ხალხს დაამახსოვრდეთ ?
მოხარული ვარ , რომ ასე აფასებთ იმას , რასაც მე ვაკეთებ.. იმედია , რომ თქვენი ვაჟი ბედნიერი იქნება , რომ ეს სახელი ჰქვია.. მე უბრალოდ მსურს , რომ კარგი ადამიანი ვიყო.. მინდა მომავალში გავიღიმო , როცა ჩემს წარსულს გავიხსენებ..
რა იყო ყველაზე უცნაური და იშვიათი მომენტი , რითაც ფანმა თქვენთან შეხება ან თქვენი ავტოგრაფის მიღება სცადა ?
ძალიან ბედნიერი ვარ , როცა ხალხი ცდილობს , დიდი სიყვარული გამოხატოს ჩემს მიმართ.. ყველაზე უცნაური რამ შემემთხვა ვენესუელაში , კოპა ამერიკის დროს , როდესაც გოგონა ტრიბუნებიდან გადმოხტა , რომ ჩამხუტებოდა.. ძალიან დავიბენი და შევეცადე დავხმარებოდი , მაგრამ საბედნიეროდ ის არ დაშავებულა..
ყოველი ჰეთ-თრიკის შემდეგ ბურთი სახლში მიგაქვთ.. რას უშვებით მათ ? არ გიფიქრიათ მათი გაყიდვა აუქციონზე და შემოსული თანხის მოხმარება კეთილი საქმეებისთვის ? თუ ბურთების ავზს აკეთებთ ?
(იცინის) ისინი მაგონებენ ტკბილ მომენტებს.. მომავალში ვაჩვენებ მათ ჩემს შვილებს და მოვუყვები , თუ როგორ შევაგროვე ისინი და შევქმენი მათი დახმარებით გუნდის ისტორია..
