კიდევ ერთხელ, ახალგაზრდა ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, ამჯერად ”ატლეტიკ ბილბაოს” წინააღმდეგ. მატჩის დაყოფა ორ ნაწილად შეიძლება: მესის შემოსვლამდე და მესის შემოსვლის შემდეგ. მიუხედავად არგენტინელი ფეხბურთელის შესანიშნავი თამაშისა, ჟორდი როურამ არანაკლებად შეაქო ტიაგო ალკანტარაც. ”ბლაუგრანამ” ბოლო გოლი თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე გაუშვა და ტიაგომ განაცხადა: ”ატლეტიკი” მუდამ იბრძვის გამარჯვებისთვის, ისინი არასდროს ნებდებიან!”
გუნდი კარგ ფორმაშია
უფროსმა ალკანტარამ განაგრძო პრესკონფერენცია: ”ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ”სან მამესი” ლეგენდარული სტადიონია და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი სიამოვნებაა თამაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალ სტადიონზეც ფეხბურთის თამაში საკმაოდ სასიამოვნო იქნება.”
ალექსისს შედეგი არ მოეწონა
ალექსის სანჩესმა ამ თამაშში გოლიც კი შეაგდო, რომლის წყალობითაც კატალონიელები დაწინაურდნენ. ეს გოლი მისთვის, მიმდინარე ლა ლიგაში, მეხუთე აღმოჩნდა. ჩილელმა განაცხადა: ”რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ შედეგით კმაყოფილები, მაგრამ ამაზე დიდად არც ვნერვიულობთ. ”ატლეტიკის” წინააღმდეგ ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.” და დაამატა: ”ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავს მესის მოედანზე ყოფნა. როდესაც იგი შემოდის და სრულიად ცვლის თამაშის მიმდინარეობას, ჩვენ ეს არ გვიკვირს.” პრესკონფერენციის მიწურულს ალექსისმა ასევე გააკეთა განცხადება ჩემპიონთა ლიგაზე: ”წინა თამაშში გავნადგურდით, მაგრამ ვალდებულები ვართ განმეორებით შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლოთ. თუმცა, ჩვენ ვიცით რაოდენ რთული იქნება ამ ქამბექის გაკეთება.”


