მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესიმ დაიბრუნა თავისი საუკეთესო ფორმა

ლეო მესიმ დაიბრუნა თავისი საუკეთესო ფორმა

ლეო მესიმ  გადატანილი მარცხის მიუხედავად ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში ბილბაოს “ატლეტიკის ” წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა “სან მამესზე”. როგორც ვხედავთ მან თავისი საუკეთესო კონდიქციების აკრეფა ისევ დაიწყო. არგენტინელმა 35 წუთში მოახერხა ყველას დარწმუნება იმაში, რომ “ბაიერნთან” განცდილი მარცხი უკვე დავიწყებული აქვს. მან  მატჩის 66-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა მეტოქის კარში და  სანჩესსაც დაეხმარა გოლის გატანაში. მეტი შეიძლება მოეთხოვოს  “ბარსას” თავდამსხმელს?

ლეოს უკვე სრულად მოურჩა მარჯვენა ფეხის ტრავმა. სწორედ ამიტომ “ბარსას” ფანები დიდი ოპტიმიზმით ელოდებიან 1 მაისს გასამართ შეხვედრას მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ. ეს კატალონიური კლუბისთვის დიდი გამოწვევაა, მათ მინიმუმ 4:0 მოგება ესაჭიროებათ, რაც რასაკვირველია ძალიან ძნელია, მაგრამ ყველას გვახსოვს ლეო მესის გაცილებით დიდი გამოწვევები გადაულახავს და რატომაც არა. იქნებ სახელოვანი “ბარსა” კიდევ ერთ სასწაულს ამზადებს თავისი გულშემატკივრებისთვის?! მოხდება ეს თუ არა წინასწარ არავინ იცის. თუმცა, თუ მესიმ ასევე ეფექტურადვე ითამაშა “ბაიერნის” წინააღმდეგაც, როგორც შაბათის საღამოს, სასწაულის მოხდენის შანსები გაცილებით იზრდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში