გვარდიოლამ მოაწყო პრესკონფერენცია სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინა სეზონში არენდით გასხვისებული ფეხბურთელები ახალ სეზონზე მის სათამაშო სქემაში არ მოიაზრებიან.
ეს ფეხბურთელები არიან კეიროსინი, ენრიკე, მარტინ კასერესი, ვიქტორ სანჩესი და გლები.
კეიროსინი უკვე გაუშვეს არენდით “სანტოსში“, ენრიკე შესაძლოა “რასინგში” დაბრუნდეს ხოლო მარტინ კასერესმა, ჰლებმა და სანჩესმა უნდა იშოვონ თავშესაფარი.
ოლივერ მიცლავმა გააკეთა განცხადება, რომ მისი კურირების ქვეშ მყოფი ფეხბურთელი არ აპირებს კიდევ ერთი წელი იყოს არენდით გასხვისებულია.
“ალექსი არის ბედნიერი, რომ არის კლუბ “ბარსელონას” წევრი. მას სურს ითამაშოს “ბარსელონაში” ყველა დიდ ფეხბურთელთან ერთად. ჰლებს არ სურს სხვა კლუბში წასვლა.” – განაცხადა მიცლავმა.
“გლები რჩება “ბარსელონაში“. მას სურს დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და ორი წლის წინ “ბარსელონას” ტყუილად არ უყიდია ის!” – დაამატა მიცლავმა
წყარო: barca.ru


