ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბარსელონა, რომელსაც ცენტრალური მცველის შეძენა სურს, დორტმუნდის “ბორუსიას” მცველ მატს ჰუმელსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მაგრამ კატალონიელები კვლავ ფიქრობენ “პსჟს” კაპიტან ტიაგო სილვაზე.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ტიტო ვილანოვასა და სპორტული დირექტორის ანტონ სუბისარესტრას აზრით, მიუხედავად მისი მაღალი სატრანსფერო ფასისა, ტიაგოს შეძენა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რადგან ბრაზილიელს უმაღლესი სათამაშო კლასი და გამოცდილება დაუგროვდა როგორც “პსჟში”, ასევე “მილანში”.
ამის გარდა, სილვა ბარსელონაში პოტენციური გადაბარგებაზე უარი არ გამოუთქვამს, მანამ სანამ მისი გასამრჯელოს შესახებ პარიზში ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული.
