ბარსელონას ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ ნეიმარისა და ჰუმელსის ტრასნფერებზე. გუნდს გაძლიერება მეკარის, ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის პოზიციებზე ესაჭიროება.
თუ ვიქტორ ვალდესის შემცვლელი ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა, ბრაზილიელი თავდამსხმელისა და დორტმუნდის “ბორუსიას” მცველის ტრანსფერები აქტიურად განიხილება.
ნეიმარის შემთხვევაში, ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, ახლა კი “ბარსელონას” ხელმძღვანელები “სანტოსთან” ათანხმებენ კონტრაქტის დეტალებს. გუშინ კატალონიელების ვიცე-პრეზინდენტმა ჩაატარა პრეს-კომფერენცია და განაცხადა, რომ ნეიმარის ბრაზილიელის საკითხი აქტიურად განიხილება.
ჰუმელსი წინააღმდეგი არაა “ბარსელონასთან” მოლაპარაკების გამართვისა, თუმცა “ბორუსიას” ჯერ კიდევ არ მიუღია მცველთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ ჰუმელსის სატრანსფერო თანხა მაჟამად 20-25 მილიონი ევროა.
