მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსასა” და “რეალის” გულშემატკივრებს ფინალში გასვლის არ სჯერათ…

“ბარსასა” და “რეალის” გულშემატკივრებს ფინალში გასვლის არ სჯერათ…

თუ მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ჯერ კიდევ სჯერათ, მაშინ მათ გულშემატკივრებს განსხვავებული აზრი გააჩნიათ.

ესპანურმა გაზეთმა მარკამ “სამეფო კლუბისა” და “ბლაუგრანას” ინჩადები გამოკითხა, რათა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრების შემდგომ გულშემატკივრების ოპტიმიზმის ხარისხი გამოეკვლია.

შეგახსენებთ, “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნთან” (0:4) დაპირისპირებაში განადგურდა, როდესაც ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა დორტმუნდის “ბორუსიას” კარში ერთი გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა მათაც ოთხჯერ მოუწიათ თამაშის მოედნის ცენტრიდან განახლება.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, “ბარსელონას” ფინალში გასვლის გამოკითხულთა მხოლოდ 28%-ს სჯერა. რაც შეეხება “რეალს”, მაშინ ფინალურ მატჩში “თეთრების” მონაწილეობის ინჩასების 37%-ს სჯერა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში