კატალონიის “ბარსელონა” 2013/14 წლების სეზონის მომზადების მიმდინარეობისას ნორვეგიულ კლუბთან, კერძოდ კი, “ვალერენგასთან” ამხანაგური შეხვედრის გამართვას დათანხმდა.
მატჩი 27 ივლისს ოსლოში შედგება, იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი.
საინტერესოა, რომ ეს მატჩი “ვალერენგას” დაბადებიდან მე-100 წლისთავს დაემთხვა.
მოგეხსენებათ, როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, აგვისტოს თვის აზიურ ტურნეში (ჩინეთი, ტაილანდი, მალაიზია) “ბარსელონა” სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
